მთავარ შინაარსზე გადასვლა
iCall

კონტაქტები

ყოველი კლიენტი ერთ ადგილას

ბარათი ზარებიდან თავისით იკრიბება, ბლოკნოტის გარეშე.

7 დღე უფასოდ · ბარათის გარეშე

კლიენტი მეორედ რეკავს და ადმინისტრატორი თავიდან ეკითხება, რა შეთანხმდნენ.
  1. ავტომატური ბარათი

    ნომრის მიხედვით ჩანს, რამდენჯერ დარეკა და რა შეთანხმდით. სახელი ჯავშნიდან ემატება.

    • კონტაქტების სიას ფაილიდან (CSV ან XLSX) ტვირთავთ.
    • „არ დაუკავშირდეთ“ ერთი გადამრთველით ინიშნება. ასეთ ნომერზე SMS არ იგზავნება.
    დაწვრილებით: მოთხოვნები
    კონტაქტის გვერდი: სახელი, დაფარული ნომერი, შენიშვნა, ზარების, მოთხოვნებისა და ჯავშნების მთვლელები.
    • ახალი კონტაქტი
  2. სრული ისტორია

    ბარათში ყველა ზარი, ჯავშანი და მოთხოვნა დროის რიგითობით ჩანს.

    • ისტორია ზართან ერთად თავისით იწერება.
    • ადმინისტრატორი თავიდან აღარ კითხულობს: შეთანხმება ისტორიაში წერია.
    დაწვრილებით: პასუხი ზარებზე
    კლიენტის ბარათი: ისტორიის ჩანართები ზარებით, ჯავშნებითა და მოთხოვნებით.
    • სრული ისტორია
  3. შეჯამება და ზარის ტექსტი

    ყოველ ზარზე მოკლე შეჯამება და სრული ტექსტი (ტრანსკრიპტი) ინახება.

    • ჩანაწერი მხოლოდ თქვენი ჩართვით. კლიენტს ეცნობება.
    • მოთხოვნა ზართან ერთად ჩანს ისტორიაში.
    დაწვრილებით: ცოდნის ბაზა
    ერთი ზარის გვერდი: შეჯამება და ზარის სრული ტექსტი დროის ნიშნულებით.
    • ზარის შეჯამება
    • ზარის ტექსტი
  4. შენიშვნები

    თქვენ და გუნდი ბარათზე შენიშვნას ამატებთ: „ალერგია საღებავზე“.

    • ბარათში შენიშვნა ისტორიასთან ერთად ჩანს.
    დაწვრილებით: მოთხოვნები
    კლიენტის ბარათი: შენიშვნა „ალერგია საღებავზე“ და ისტორია.
    • შენიშვნაალერგია საღებავზე
  5. ვინ რას ხედავს

    კონტაქტებს მხოლოდ ის ხედავს, ვისაც უფლებას მისცემთ.

    • შენიშვნას თავად წაშლით, ბარათიდან.
    დაწვრილებით: უსაფრთხოება
    კაბინეტის გუნდი: თანამშრომლები და მათი როლები.
    • მხოლოდ თქვენს გუნდს

როგორ განსხვავდება

ბლოკნოტი ხელით იწერება. აქ ისტორია ზართან ერთად თავისით იქმნება.

რას არ აკეთებს

  • სრული CRM არ არის: გაყიდვების ძაბრი და ინვოისები არ გვაქვს.

  • კონტაქტებს თქვენი თანხმობის გარეშე სხვაგან არ ვაგზავნით.

ხშირი კითხვები

შემიძლია კონტაქტების ატვირთვა?

დიახ, CSV ან XLSX ფაილით. „არ დაუკავშირდეთ“ ნომრებს ფაილითაც ან ერთი გადამრთველით მონიშნავთ.

ვინ ხედავს ისტორიას?

მხოლოდ ისინი, ვისაც თქვენ წვდომას აძლევთ.

შემიძლია კონტაქტზე SMS გაგზავნა?

დიახ, თუ თქვენი GOSMS ჩართული გაქვთ. „არ დაუკავშირდეთ“ ნომერზე SMS არ იგზავნება.

კლიენტებს აპშიც ვხედავ?

აპში იქნება კლიენტების სია, ბარათი და „არ დაუკავშირდეთ“. აპი App Store-სა და Google Play-ისთვის მზადდება.

სცადეთ 7 დღე უფასოდ

ბარათი არ გჭირდებათ. 7 დღე ან 60 წუთი, რომელიც ადრე ამოიწურება. ათვლა პირველი ნამდვილი ზარიდან იწყება.

7 დღე უფასოდ · ბარათის გარეშე