მთავარ შინაარსზე გადასვლა

მომსახურება

კურსზე ჩაწერა და საცდელი გაკვეთილი ერთ საუბარში

მსურველი რამდენიმე ცენტრს უკავშირდება. უპასუხოდ დარჩენილი ზარი შეიძლება დაკარგულ რეგისტრაციად იქცეს, განრიგი კი ხშირად იცვლება. ასისტენტი განრიგზე თქვენი ინფორმაციით პასუხობს და რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემებს აგროვებს. ჩაწერის მოთხოვნას ადმინისტრატორს გადასცემს.

მსურველი უპასუხოდ აღარ რჩება, ჩაწერის მოთხოვნა ინახება

შემომავალი ზარი

მომხმარებელი რეკავს, iCall პასუხობს

მაგალითისასწავლო ცენტრი „ინტერვალი“
  • მომხმარებელი

    გამარჯობა, მოზრდილთათვის ინგლისურის კურსი მაინტერესებს. საღამოს ჯგუფი გაქვთ?

  • iCall

    დიახ, დამწყებთა ჯგუფი სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00-ზე იწყება. საცდელ გაკვეთილზე ჩაგწეროთ?

  • მომხმარებელი

    კი, ჩამიწერეთ. ნათია ვარ.

ეკრანზე: საცდელი გაკვეთილის მოთხოვნა ჩაიწერა

ინგლისური, დამწყებთა ჯგუფი · სამშაბათი, 19:00

გამავალი ზარი

მაგალითი, როცა გამავალი ზარი ჩართულია

მაგალითისასწავლო ცენტრი „ინტერვალი“
  • iCall

    გამარჯობა, ნათია. ხვალ 19:00-ზე გაქვთ საცდელი გაკვეთილი ინგლისურში. დაადასტურებთ?

  • მომხმარებელი

    კი, მოვალ. წიგნი უნდა მოვიტანო?

  • iCall

    არა, პირველ გაკვეთილზე მასალას ცენტრი იძლევა. ხვალ დილით შეგახსენებთ.

ეკრანზე: საცდელი გაკვეთილი დადასტურდა

ხვალ, 19:00 · ინგლისური · შეხსენება დაიგეგმა

ხშირი კითხვები

ასისტენტი ფასდაკლებასა და განვადებაზე ისაუბრებს?

მხოლოდ იმ პირობებზე, რომლებიც თქვენ დაამტკიცეთ. სხვა შემთხვევაში მომხმარებელს ცენტრის ადმინისტრატორს გადასცემს.

შეუძლია თუ არა დონის განსაზღვრა?

არა. ასისტენტი ზოგად კითხვებს დასვამს, მაგრამ დონეს მასწავლებელი განსაზღვრავს.

რა ხდება, თუ მსურველი საცდელ გაკვეთილზე ვერ მოვა?

ასისტენტი ახალ დროს სთავაზობს თქვენი განრიგის მიხედვით და მოთხოვნას დადასტურებამდე ჩაწერს.

მოვარგოთ თქვენს ბიზნესს

ეს გამოგონილი ბიზნესის მაგალითია