გამყიდველი ერთდროულად ემსახურება მომხმარებელს და ტელეფონს, ზარების დიდი ნაწილი კი ერთსა და იმავე კითხვებს ეხება: რა ღირს, არის თუ არა ზომა, როდის მოდის ახალი მარაგი. ასისტენტი პროდუქტისა და დაბრუნების კითხვებს პასუხობს, მოთხოვნას ჩაიწერს და საჭიროებისას თქვენს თანამშრომელს ჩართავს.
ქურთუკი, 38 ზომა · ფილიალი „ვაკე“ · გადაეცემა გუნდს
გამავალი ზარი
მაგალითი, როცა გამავალი ზარი ჩართულია
მაგალითიმაღაზია „ვერა“
iCall
გამარჯობა, მარიამ. თქვენი დაჯავშნილი ქურთუკი დღეს 18:00-მდე გელოდებათ. ხომ მოდიხართ?
მომხმარებელი
კი, დღეს 17:00-ზე მოვალ.
iCall
კარგი, დაგიდასტურეთ. თუ დაგვიანდებით, შეგვატყობინეთ და გატანის დროს შევცვლით.
ეკრანზე: გატანა დადასტურდა
დღეს, 17:00 · ქურთუკი, 38 ზომა
ხშირი კითხვები
ასისტენტი ნამდვილ ნაშთს ნახავს?
არა. ცოცხალ ნაშთს ასისტენტი ამჟამად არ ამოწმებს: ის პასუხობს იმ მონაცემით, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, და ზუსტ ნაშთს არ დაასახელებს. მაღაზიის სისტემასთან კავშირს მოთხოვნით, თითო შემთხვევაში ვამოწმებთ.
შეუძლია თუ არა დაბრუნების წესის ახსნა?
დიახ, თქვენი დოკუმენტის მიხედვით. გამონაკლის შემთხვევაში მოთხოვნას ასისტენტი ჩაწერს, გადაწყვეტილებას კი თქვენი თანამშრომელი იღებს.
რა ხდება, თუ ასისტენტმა პასუხი არ იცის?
ასისტენტი მომხმარებელს ამას პირდაპირ ეტყვის, ჩაიწერს ნომერს და კითხვას და შეთანხმებული წესით თქვენს თანამშრომელს გადასცემს. შეთანხმებულ დროს ადამიანი მომხმარებელს დაუბრუნდება.