მთავარ შინაარსზე გადასვლა

გამავალი ზარები

გამავალ ზარებს ბიზნესისთვის ცალკე ვრთავთ

ვიზიტის შეხსენება, მიწოდების დაზუსტება, შეკვეთის გადამოწმება ან მომხმარებლის მოთხოვნაზე გადარეკვა. ამ ეტაპზე გამავალი ზარები ჩართული არ არის. თუ გჭირდებათ, მოგვწერეთ და ვისთან, როდის და რა მიზნით დარეკოს ასისტენტმა, ერთად შევათანხმოთ.

რისთვის შეიძლება დარეკოს iCall

  • ვიზიტამდე შეხსენება

    მომხმარებელი დაადასტურებს მოსვლას ან ცვლილებას მოითხოვს.

  • შეკვეთის დადასტურება

    ასისტენტი დააზუსტებს შეთანხმებულ დეტალებს და შედეგს შეინახავს.

  • მოთხოვნილი გადარეკვა

    მომხმარებლის დატოვებულ საკითხზე საუბარი გაგრძელდება.

  • მომსახურების შეფასება

    მომხმარებელი გაგიზიარებთ უკუკავშირს.

როგორ ვრთავთ გამავალ ზარებს

  1. მოგვწერეთ

    მიუთითეთ, რა ზარები გჭირდებათ და დაახლოებით რამდენი.

  2. შევათანხმოთ სცენარი

    შეხსენება, დადასტურება, გადარეკვა ან შეფასება.

  3. განვსაზღვროთ დრო და ბიუჯეტი

    დღეები, დროის ფანჯარა, ვადა და ხარჯის ზღვარი.

  4. შევამოწმოთ და ჩავრთოთ

    ერთად ვამოწმებთ ნომრების სიას, საუბრის წესებსა და სავარაუდო ხარჯს. ჩავრთავთ მხოლოდ თქვენი დასტურის შემდეგ.

თქვენ წყვეტთ, ვისთან და როდის დარეკოს

ჩართვამდე ერთად ვამოწმებთ ნომრების სიას, საუბრის წესებსა და სავარაუდო ხარჯს.

გამავალ ზარებს ნებისმიერ დროს შევაჩერებთ თქვენი თხოვნით. მომხმარებლის უარის შემდეგ მასთან შემდეგი ზარი აღარ იგეგმება.

გჭირდებათ გამავალი ზარები?