მთავარ შინაარსზე გადასვლა
iCall

ინტეგრაციები

Telegram-ში შეტყობინება, კალენდარში ჯავშანი

iCall-ის კალენდარი ყოველთვის ჩართულია. Google Calendar-ისა და Outlook-ის მიბმა სურვილისამებრ.

7 დღე უფასოდ · ბარათის გარეშე

ორი კალენდარი და ბლოკნოტი: ჯავშანი ხან ერთში იწერება, ხან მეორეში.
  1. Telegram

    შეტყობინება ახალ ჯავშანზე და ჩაწერის მოთხოვნაზე. იქვე: ზარის შეჯამება და კვირის ანგარიში.

    • ჩაწერის მოთხოვნას პირდაპირ Telegram-იდან ადასტურებთ.
    • დაკავშირება ერთი ბრძანებით: კაბინეტში იღებთ კოდს და Telegram-ში უგზავნით.
    დაწვრილებით: მოთხოვნები
    Telegram-ის ჩატი: შეტყობინება ახალ ჯავშანზე და ზარის შეჯამებაზე.
    • Telegram
    • ჯავშანი კალენდარშია
  2. Google Calendar და Outlook

    სურვილისამებრ მიაბამთ. მთავარი iCall-ის კალენდარია, ჯავშანი მის გარეშეც მუშაობს.

    • iCall-ის კალენდარი ყოველთვის ჩართულია, ორმაგი ჩაწერისგან დაცულია.
    • Google Calendar და Outlook: მიბმა შეგიძლიათ. iCall-ის კალენდარს არ ცვლის.
    • მიბმას „ინტეგრაციების“ გვერდზე იწყებთ.
    დაწვრილებით: ჯავშნები
    ჯავშნების კალენდარი კვირის ხედით: ორშაბათიდან კვირამდე ჯავშნები მომსახურების, ოსტატისა და დროის მითითებით; დღევანდელი დრო წითელი ხაზით.
    • Google Calendar
    • Outlook კალენდარი
  3. SMS კლიენტს

    ზარის შემდეგ SMS იგზავნება თქვენი GOSMS-იდან. ცალკე, შეთანხმებით ირთვება.

    • SMS იგზავნება მხოლოდ იმ ნომერზე, საიდანაც ზარი შემოვიდა.
    • გამგზავნის სახელი თქვენი GOSMS-ისაა. ჩვენი სახელით არ იგზავნება.
    • შეხსენება ვიზიტამდე დაგეგმილია.
    დაწვრილებით: SMS კლიენტს
    ერთი ზარის გვერდი: შეჯამება, ასისტენტის მიერ გაგზავნილი SMS, დაკავშირებული ჯავშანი და ზარის სრული ტრანსკრიპტი დროის ნიშნულებით.
    • SMS კლიენტსნინოს სალონი: პარასკევი, 19:40, ჩაწერილია.
    • შეხსენება ვიზიტამდენინოს სალონი: ხვალ, 19:40. გელოდებით.

    ჩანს, როცა დამატება ჩართულია.

  4. API და webhook

    ზარის შედეგს თქვენს პროგრამაში მიიღებთ.

    • თქვენი პროგრამა გაქვთ? მოგვწერეთ, ერთად შევაფასებთ.
    • webhook ხელმოწერილი იქნება, რომ თქვენმა პროგრამამ გამგზავნი იცნოს.
    დაწვრილებით: უსაფრთხოება
  5. თქვენი სისტემა

    სხვა პროგრამა გაქვთ? ერთად შევაფასებთ და ფასზე წინასწარ შევთანხმდებით.

    • პროგრამა სიაში არ არის? მოგვწერეთ, რა გჭირდებათ.
    დაგვიკავშირდით

როგორ განსხვავდება

ხმოვანი ფოსტა არაფერს უკავშირდება. ადმინისტრატორი ხელით გადაწერს.

რას არ აკეთებს

  • ყველა სისტემასთან მზა ინტეგრაცია არ გვაქვს. დანარჩენი ცალკე სამუშაოა.

  • მგრძნობიარე მონაცემზე მოქმედებას დამტკიცებული წესების გარეშე არ ჩავრთავთ.

  • Google Calendar-თან და Outlook-თან სრულ ორმხრივ სინქრონიზაციას არ ვპირდებით.

ხშირი კითხვები

სად ვრთავ?

ვებკაბინეტში, „ინტეგრაციების“ გვერდზე. Telegram-ს ერთი ბრძანებით აკავშირებთ, კალენდარს თქვენი ანგარიშით.

ორმხრივია სინქრონიზაცია?

არა. მთავარი iCall-ის კალენდარია. მიბმულ კალენდარში შეტანილ ცვლილებას ყოველთვის არ ვიმეორებთ.

ჩემი პროგრამა სიაში არ არის?

მოგვწერეთ, რა გჭირდებათ და შევაფასებთ.

Telegram-ში ვის მოუვა შეტყობინება?

ვისაც თქვენ დააკავშირებთ, მაგალითად თქვენ და ადმინისტრატორს.

კლიენტს SMS მიუვა?

მხოლოდ თუ ჩართავთ. გჭირდებათ თქვენი GOSMS ანგარიში და გამგზავნის სახელი.

სცადეთ 7 დღე უფასოდ

ბარათი არ გჭირდებათ. 7 დღე ან 60 წუთი, რომელიც ადრე ამოიწურება. ათვლა პირველი ნამდვილი ზარიდან იწყება.

7 დღე უფასოდ · ბარათის გარეშე