მთავარ შინაარსზე გადასვლა

მომსახურება

ტექნიკა გაფუჭდა. დავალება ზარში ჩაიწერება

მომხმარებელი პრობლემას ყვება, მერე მოდელს იხსენებს და ყველაფერს ვერ გადმოსცემს. სერვისის თანამშრომელი ერთსა და იმავე დავალებას ორ ადგილას წერს, ხოლო ხელოსანი ზოგჯერ არასწორ მისამართზე მიდის. ასისტენტი მოწყობილობას, პრობლემას და მისამართს თანმიმდევრულად ჩაიწერს და გუნდს ისე გადასცემს, რომ მომხმარებელს პრობლემის ხელახლა ახსნა აღარ უწევს.

ხელოსანი პრობლემასა და მისამართს ერთ დავალებაში ხედავს

შემომავალი ზარი

მომხმარებელი რეკავს, iCall პასუხობს

მაგალითისერვისი „ჩიპი“
  • მომხმარებელი

    გამარჯობა, სარეცხი მანქანა წყალს არ წურავს და ბარაბანი ჩერდება.

  • iCall

    გასაგებია. რა მოდელია და სად ცხოვრობთ? ხელოსანი დღეს თუ ხვალ გსურთ?

  • მომხმარებელი

    Samsung-ია, ვაკეში ვცხოვრობ. ხვალ შეიძლება.

ეკრანზე: ხელოსნის გამოძახების მოთხოვნა ჩაიწერა

სარეცხი მანქანა · ვაკე · სასურველი დრო: ხვალ, დილით

გამავალი ზარი

მაგალითი, როცა გამავალი ზარი ჩართულია

მაგალითისერვისი „ჩიპი“
  • iCall

    გამარჯობა, ხვალ დილით ხელოსანი მოვა სარეცხი მანქანის შესამოწმებლად. სახლში იქნებით?

  • მომხმარებელი

    ჰო, ვიქნები. დაახლოებით რომელ საათზე?

  • iCall

    ხელოსანი დილით, 10:00-დან 13:00-მდე მოვა. ვიზიტამდე ის დაგირეკავთ.

ეკრანზე: ხელოსნის ვიზიტი დადასტურდა

ხვალ, 10:00-დან 13:00-მდე · ვაკე

ხშირი კითხვები

ასისტენტი შეკეთებას დისტანციურად გადაწყვეტს?

არა. ასისტენტი პრობლემას იწერს და ვიზიტს გეგმავს. დიაგნოზს და შეკეთების ფასს ხელოსანი ადგენს.

რა ხდება, თუ მოწყობილობა გარანტიაშია?

ასისტენტი ამ ინფორმაციას ჩაწერს და გარანტიის პირობას თქვენი წესის მიხედვით ახსნის. გადაწყვეტილებას თქვენი გუნდი იღებს.

რას აკეთებს, თუ მომხმარებელმა მოდელი არ იცის?

ასისტენტი ეკითხება, რა წერია მოწყობილობის ეტიკეტზე, და ამ ინფორმაციას ხელოსანს გადასცემს. მოდელს თავად არ ადგენს.

მოვარგოთ თქვენს ბიზნესს

ეს გამოგონილი ბიზნესის მაგალითია